2023 წლის 6 თებერვალს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია:
მსოფლიო ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში: შედეგები და გამოწვევები
კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი ღვედაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროფესორებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციაში სამეცნიერო მუშაობა წარიმართა 7 სექციაში:
სექცია 1 – თეორიული ეკონომიკა, მიკროეკონომიკა ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომეტრიკა - პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
სექცია 2 – საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია - აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
სექცია 3 – მაკროეკონომიკა - პროფესორი მირიან ტუხაშვილი
სექცია 4 – ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა - პროფესორი სიმონ გელაშვილი
სექცია 5 – მარკეტინგი, მენეჯმენტი გლობალურ გარემოში, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე - პროფესორი ნუგზარ თოდუა
სექცია 6 – საერთაშორისო ბიზნესი - პროფესორი თემურ შენგელია
სექცია 7 – აღრიცხვა, აუდიტი, ანალიზი - პროფესორი ლევან საბაური